სიახლეები

როგორია კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა – ექიმის განმარტება

მსახიობ კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა – ამის შესახებ თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი, ლალი ტურძელაძე, აცხადებს.
“სტაბილურად მძიმე პაციენტია. აპარატზე არ გადასულა, მაგრამ მძიმეა. დიდი ხანია ჩვენთანაა, ერთი თვე იქნება გაუმჯობესება არ შეინიშნება“, – განაცხადა ტურძელაძემ.


მსახიობი დაახლოებით ერთი თვეა კლინიკაში მკურნალობს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.
შეგახსენებთ, რომ კახი კავსაძეს კორონავირუსი ნოემბერში დაუდგინდა, ვირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ ის კლინიკიდან გაწერეს. მოგვიანებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო კვლავ თსსუ-ს კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close