სიახლეები

ყვიროდა, განწირული შველას ითხოვდა – თბილისში შვილებმა, სავარაუდოდ, დედა მოკლეს

თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე 85 წლის ქალი საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს. სავარაუდოდ, ქალი საკუთარმა შვილებმა აწამეს და მოკლეს.
როგორც მედიასთან მეზობლები აცხადებენ, გარდაცვლილს ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა და აღენიშნებოდა წამების ნიშნები. მათივე განცხადებით, ხანდაზმული ყვიროდა და შველას ითხოვდა, თუმცა ადგილზე მისულებს ქალის შვილებმა კარი არ გაუღეს.


„ასე შუადღე იქნებოდა ქალის ყვირილი რომ შემოგვესმა, რომელიც შველას ითხოვდა. მეზობლები გარეთ გამოვედით და კარებზე ვაკაკუნებდით. გვინდოდა გაგვეგო რა ხდებოდა. კარი არავინ გაგვიღო და ამიტომ პოლიცია გამოვიძახეთ“, – აცხადებენ ადგილობრივები.
მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close