საზოგადოება

“აუცილებლად მიგრძნობ…” – რას წერს გურამ შეროზია ბარბარა სამხარაძეზე


ბლოგერი გურამ შეროზია მომღერალ ბარბარა სამხარაძესე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:  “წეღან მკითხეს: – პატარა ბარბარას რას ეტყოდიო ისე რა საინტერესოა არაა?? ალბათ რომ დამენახა ცრემლებს ვერ შევიკავებდი და ძალიან ჩავეხუტებოდი.. მხოლოდ წერილს დავუტოვებდი, მსგავსი შინაარსით ან ზუსტად ამას ,ძვირფასო ბარბარა, მე-შენ ვარ მომავლიდან, რომელიც არც თუ ისე შორია იცი? დღეს რაზეც ოცნებობ და გული გწყდება ჩემთვის ყველაფერი ძალიან მარტივია, თითქმის შენი ყველა სურვილი ავიხდინე ნუ შეგაშინებს ცხოვრება, რადგან წინ დიდი დარდებიც გელის,

უბრალოდ არ მაქვს უფლება გაგიმხილო, მაგრამ ასევე იმდენად დიდი სიხარული და ხალხის სიყვარული, ამ ყველაფერს შეგიმსუბუქებს იცი? დღეს თუ ,,კალოშებით” წახვედი სკოლაში, ხვალ სცენაზე ერთი და იგივეც კი არ გეცმევა კი, სცენაზე იდგები და ბევრი გულშემატკივარიც გეყოლება, შენს სახელს დიდი მონდომებით გამოაცხადებენ, და მის გაჟღერებაზე დარბაზი დაინგრევა, როცა შენ დაგინახავენ ყველას ერთი სული ექნება სიმღერა დაიწყო არავის მისცე უფლება ფრთები დაგაჭრას ! მეც არ ვიცი რა იქნება ჩემს-ჩვენს მომავალში, მაგრამ შენი მომავალი ჩემამდე ძალიან დიდი ბედნიერებით არის სავსე აუცილებლად მიგრძნობ, როცა გაიზრდები.” ბარბარა სამხარაძე პ.ს. დიახ, აი ასეთ საოცარ გოგოსთან ერთად ჩავწერე დუეტი და კლიპს ძალიან მალე იხილავთ “, – წერს შეროზია ფეისბუქზე.



წყარო : tia.ge

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close