სიახლეები

მშიერი ხალხი საქართველოს მასობრივად ტოვებს – გერმანიაში დროებით დასაქმებაზე 97 682 აპლიკანტი დარეგისტრირდა

სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე ინტერესი ამ ეტაპზე სულ 97 682 აპლიკანტმა გამოხატა, რომლებიც დარეგისტრირებუნი არიან.
მათივე ინფორმაციით, 2 აპრილის მდგომარეობით, გერმანული მხარისგან მოწოდებულია 515 – მდე ვაკანსია.


“ვაკანსიები შემოსულია შტუდგარდის, დუსელდორფისა და ბრანდენბურგის რეგიონების დამსაქმებლებისგან. დაგეგმილია რეგიონების არეალის კიდევ მეტად გაფართოება.
2021 წლის 5 მარტს, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და გერმანიის შრომის ფედერალურ სააგენტოს შორის გაფორმდა დამატებითი შეთანხმება საქართველოდან დასაქმებული სეზონური მუშაკების რაოდენობის გაზრდაზე 5000 (წლიური კვოტა) ერთეულამდე.
პირველი შერჩეული ჯგუფის გამგზავრებისწინა ორიენტაციის ტრენინგები დაწყებულია, სადაც თითოეული სამუშაოს მაძიებელი ინტერაქტიულ რეჟიმში იღებს ინფორმაციას დასაქმების პირობებსა და სოციალურ გარანტიების შესახებ; გერმანიაში გამგზავრებისა და ცხოვრების პირობებზე. გამგზავრება დაგეგმილია აპრილის შუა რიცხვებში. გამგზავრებისწინა ორიენტაციის ტრენინგი ხორციელდება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის IOM-ის მონაწილეობითა და მხარდაჭერით. შერჩევის პროცესი კვლავაც გრძელდება აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და შიდა ქართლში. მიმდინარეობს შერჩეული კანდიდატების კონტრაქტების გამოგზავნის და საბუთების შეგროვების ეტაპი.
კანდიდატთა შერჩევის პროცესი გაგრძელდება ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთში. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დაგეგმილი აქვს ეტაპობრივად, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიცვას გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმების მსურველების შერჩევის პროცესი“, – აღნიშნულია დასაქმების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
newposts.ge

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close