სიახლეები

„არასდროს დამავიწყდება დარბაზში ბოძთან აყუდებული ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი“ – ანა მიქაძე-ჩიკვაიძე მიხალკოვის ქორწილში სააკაშვილის სტუმრობაზე


ყველის გილდიის თავმჯდომარე, ანა მიქაძე-ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში, ერთ ისტორიაზე წერს.
„ახალგამოჩეკილი მეყველე ვიყავი მიხალკოვ-გიგინეიშვილის ქორწილში, ცალკე მაგიდა რომ შემიკვეთეს ყველის.. ისე მოვიქაჩლეთ თავი მე და ერთმა გოგომ, ლამის ქორწილი ჩავშალეთ …

უზარმაზარი რიგი იდგა ჩვენთან. მაგიდები მიატოვა ხალხმა და ხელებს მიკოცნიდნენ.. ამას მოყვა რუსული მედიის “თავდასხმა” ფილმები სიუჟეტები და რიგი გაგრძელებები.. ეგ იქეთ იყოს არასდროს დამავიწყდება დარბაზში ბოძთან აყუდებული, სრულიად შეუმჩნევლად და რიგით სტუმრად კედელთან აყუდებული ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი რომელსაც არავინ აგდებდა სათვალავში.. . ეს წყენა არ მინელდება.. მაშინ მიშა და ჩემი ქვეყანა თანაბრად შემეცოდა“,- წერს ანა მიქაძე.
წყარო : primetime

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close