სიახლეები

სკანდალი-კალაძის გეგმები და რღვევა “ოცნებაში” – ივანიშვილი კობახიძეს უშვებს, პარტიას ღარიბაშვილი იბარებს

ირაკლი ღარიბაშვილი გავლენების გასაფართოებლად პარტიული ხაზითაც იბრძვის – ფორმულასინფორმაციით, პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძე, შესაძლოა, მოქმედმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაანაცვლოს. წყარო აცხადებს, რომ ამ ცვლილების იდეის ავტორი თავად ბიძინა ივანიშვილია, თუმცა კობახიძე პოსტის დატოვებას მარტივად არ აპირებს, ამიტომ ივანიშვილის სურვილის ასრულება ჭიანურდება.

ტელეკომპანიის ცნობით, ივანიშვილმა კობახიძეს პოსტიდან წასვლა თებერვალში, ღარიბაშვილის პრემიერად დანიშვნიდან მალევე მოსთხოვა, ეს პერიოდი კი ირაკლი კობახიძის საჯარო სივრციდან გაუჩინარებას ემთხვევა. 2 კვირის განმავლობაში პარტიის თავმჯდომარე მედიასთანაც კი არ გამოჩენილა.

არსებული ინფორმაციით, პარტიის დატოვებას თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე აპირებს. მერი არამხოლოდ პარტიიდან, არამედ პოლიტიკიდანაც მიდის. არსებული ინფორმაციით, დედაქალაქის მერი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს. კალაძემ შესაძლოა, დატოვოს ქვეყანაც და საცხოვრებლად მილანში დაბრუნდეს.

https://www.newposts.ge/
დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close