საზოგადოება

„მტერს არ ვუ­სურ­ვებ… იმხელა იყო გამხდარი, თვალი თავის ადგილზე არ ჰქონდა” – მეგი ბაქრაძის ქმარმა პირველად ახსენა როგორ გამოყურებოდა გარდაცვლილი მეუღლე

გარ­დაც­ვლი­ლი მედ­დის, მეგი ბაქ­რა­ძის მე­უღ­ლე მა­ნუ­ჩარ კო­ბა­ხი­ძე ამ­ბობს, რომ სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბა­ზე, სა­სა­ცი­ლოა.
„სა­სა­ცი­ლოა 3 ათა­სი ლარი, რო­დე­საც ქალ­ბა­ტონ­მა ვი­ო­ლე­ტამ ამ­ხე­ლა ჩვე­ნე­ბა შეც­ვა­ლა. ეს გა­მო­ძი­ე­ბის­თვი­საც სა­მარ­ცხვი­ნოა. თა­ვი­დან ბა­ტონ­მა გი­ორ­გიმ გვი­თხრა, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ვუ­კე­თეთ მე­გის, რაც სა­ჭი­რო იყო­ო, დღეს ჩვე­ნე­ბა შეც­ვა­ლეს.


დღეს, გი­რა­ო­თი გა­მო­უშ­ვეს ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც თა­ვის დრო­ზე სწო­რად რომ ემოქ­მე­დათ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბო­და“, – აღ­ნიშ­ნა კო­ბა­ხი­ძემ.
მან კი­დევ ერთხელ გა­იხ­სე­ნა ის დღე, რო­დე­საც ახალ­ცი­ხის კლი­ნი­კი­დან და­უ­რე­კეს და შე­ა­ტყო­ბი­ნეს, რომ მე­უღ­ლე შე­უძ­ლოდ იყო.
„ზე­წა­რი ჰქონ­და გა­და­ფა­რე­ბუ­ლი. სახე გა­სი­ე­ბუ­ლი ჰქონდა… იმ­ხე­ლა იყო გამ­ხდა­რი, თვა­ლი თა­ვის ად­გილ­ზე არ ჰქონ­და… მტერს არ ვუ­სურ­ვებ მა­სეთ რა­მეს“, – აღ­ნიშ­ნა „მთა­ვარ არხთან“ სა­უბ­რი­სას მედ­დის მე­უღ­ლემ.

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close