სიახლეები

,,რას უმალავენ ადამიანებს, რომლებმაც ვაქცინა უკვე გაიკეთეს? ვინც გაიკეთა, იმათ რას უშვრებით?” – გიორგი ფხაკაძე

პროფესორი, გაეროს გენმდივნის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე კიდევ ერთ პირდაპირ განცხადებას აკეთებს:  “ვინც ვაქცინას გაიკეთებს, მაგალითად “ასტრაზენეკას”, 6 თვის მერე უნდა გაიკეთოთ ხელახლა ერთი დოზა. და ასე უნდა იკეთოა ყოველ 6 თვეში – ამაზე არავინ ლაპარაკობს.  “ფაიზერის” შემთხვევაში, პირველი დოზის გაკეთებიდან 5 თვე რომ გავა, კიდევ უნდა გაიკეთოთ ერთი დოზა. ანუ, ამჯერად 5-დან 6 თვემდე უნდა გაიკეთოთ, 1 თვე გაქვს ვადა. თუ ამ ვადაში არ გაიკეთებ ვაქცინის ერთ დოზას, მერე უკვე ხელახლა უნდა გაიკეთოთ 2 დოზა. ამაზე ვინმე ლაპარაკობს? რომ იძახიან მასიური ვაქცინაციაო, ვაქცინები გაქვთ ქვეყანაში? კარგია, თუ ცუდი ვაქცინა, ეგ სხვა თემაა, მაგრამ არაა ვაქცინა. უნდა გათვალო, რომ 2 დოზას გაუკეთებ და 5 თვის მერე კიდევ უნდა გქონდეს გადანახული.

უნდა იმუშაო, რომ კიდევ სხვა დოზები მოიზიდო. რაც საქართველოში ხდება, ეს აფიორაა.  ჩინეთმა ხომ გვაჩუქაო, ნაგავი გვაჩუქა, წყალია ჩვეულებრივი.
ვინც გაიკეთა ვაქცინა, დავუშვათ “ფაიზერი”, ვინმემ გითხრათ, მესამე დოზა როდის უნდა გაიკეთო? ფურცელზე მითითებულია ვალიდურობა რამდენია ვაქცინაციის? ეს არის არაპროფესიონალიზმი. თანამდებობებზე სხედან ბიძაშვილები, მამიდაშვილები და საყვარლები. დაავადებათ კონტროლი ყველაზე დიდი ანტივაქსერია, თავისი უფროსიან-მოადგილიანად. ბევრ ადამიანს ვცემ იქ პატივს, მაგრამ სიმართლე ესაა. ადამიანს, რომელმაც გადაიტანა კოვიდი, 3 თვის მერე კი არა, 5 თვის მერე უტარდება ვაქცინა! ეს არის საერთაშორისო პროტოკოლი, ეს არის იმ ძლიერი მარეგულირებლის მიერ გაცემული ინფორმაცია. ვინც კოვიდი გადაიტანა, უნდა გადათვალოთ დადასტურების დღიდან 5 თვე, 5 თვიდან 6 თვემდე, მხოლოდ ერთი დოზა ვაქცინა უნდა გაიკეთოთ და მერე კიდევ 5 თვის მერე და ა.შ. და თუ არ გაიკეთებთ ვაქცინას კოვიდის დადასტურებიდან 5-6 თვის მერე – მაშინ უკვე დაგჭირდებათ ვაქცინის 2 დოზა. მე არ ვიცი, ამას რატომ გიმალავენ და რატომ არ გეუბნებიან. ვაქცინას ხალხი არ იკეთებსო რომ იძახით, ვაქცინა არ გაქვს და რა ვაქცინაცია? ვინც მიიღო გადაწყვეტილება და გაიკეთა ვაქცინა, ამ ხალხს რას უშვრებით? რატომ ატყუებთ? რატომ არ ეუბნები, რომ თუ 5 თვეში თავიდან არ გაიკეთებს ვაქცინას, არ იქნება დაცული?” – განაცხადა ფხაკაძემ.



წყარო : https://primetime.ge/ #VALUE!

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close