საზოგადოება

მარინა ბერიძე დანგრეულ პირად ცხოვრებასა და ქალზე, რომელმაც ქმარი “წაართვა“

მარინა ბერიძის პირად ცხოვრებაზე თბილისი ორი წლის წინ აჭორავდა – მარინას ქმარმა უღალატა და ოჯახი დაენგრაო. დღეს კი ამ ტკივილიან დღეებზე თავად მარინა ბერიძე ალაპარაკდა. „ყველაზე მეტად ჩემი ოჯახით ვამაყობდი, რომელიც ქორწინების 43-ე წელს დამენგრა“ – განაცხადა მუსიკალურმა პროდიუსერმა.
მარინა ბერიძე: „ჩემს პირადში მომხდარი სიახლე ძალიან მოულოდნელი და თავზარდამცემი იყო… ამ ეტაპზე იუმორით შემიძლია ვილაპარაკო. თქვენი გაზეთით ყველა ჟურნალისტს მინდა მადლობა გადაგიხადოთ, არასოდეს არც ერთს ეს კითხვა არ დაგისვამთ. მივხვდი, რომ ადამიანებს ვუყვარვარ. მაგრამ გარკვეულმა ადამიანებმა არ დამინდეს. წაქცეულს ზოგიერთმა ქალმა წიხლი დამაჭირა, ქმარმა მიატოვა, სახლი დაკარგა, „რუსთავი 2“-დან წამოვიდა, სამი მილიონი მოიპარაო – გაუთავებლად წერდნენ ასეთ რაღაცებს“.


ჩვენ – მე და ზურაბ ლალიაშვილს ერთ-ერთი ყველაზე კარგი ოჯახი გვქონდა… ხმაურიანად კარგი! ორი მუსიკოსი, ასეთი ოჯახი, სტუმრებისთვის სახლის ღია კარით. და ამდენი წელი ერთად! 43 წლის თავზე კი მოხდა ეს ისტორია.
ჩვენ პირველი კლასიდან ერთად ვსწავლობდით. ჯერ იყო სიმპათია, მერე სიყვარულის ისტორია. ყველაფერი ხდება…ხომ არსებობს მუდიმავად ჩასაფრებული ქალების კატეგორია, სხვისი რომ წაიღონ. ღია კარი მქონდა, ჩემთან სტუდიაში ნახევარი საქართველო წერდა სიმღერებს. ის ქალბატონიც ერთ-ერთი ასეთი მომსვლელი იყო. სადღაც მყავდა ნანახი, მღეროდა, თუმცა ცუდად… ინტუიციით რაღაც რომ ხდებოდა, ვიგრძენი და ვიკითხე, მაგრამ სულ უარზე წასვლა იყო.
ამ გადასახედიდან მინდა ადამიანებს ვუთხრა, რომ ყველაფერი ცუდის კარგად გაკეთება შეიძლება. არის სიტუაცია, სადაც კი არ უნდა ჩახლართო და იეშმაკო, უნდა მიხვიდე და თქვა, სინამდვილეში როგორც არის. აღარ გიყვარვარ? მოდი და მითხარი! ნუ ჩამიხლართავ.
ვის როდის ვინ შეუყვარდება, არ იცი, შეუყვარდა… მაგრამ იმდენად სამაგალითო ოჯახი მქონდა… არის ოჯახები ხელი არ უნდა მოკიდო. არ ვიცი, ეს დამემართა ქალს, რომელიც პირველ რიგში თავისი ოჯახით ამაყობდა. ყველგან ვამბობდი, რომ ჩემნაირი ოჯახი მეორე არ იყო.
– სად მღერის თქვენი ყოფილი მეუღლის რჩეული?
– ვერ ვხედავ, რომ სადმე მღეროდეს. მას ეგონა, რომ მე ვბლოკავდი. ამაში დარწმუნებული იყო. მისმა პარტიამ გაიმარჯვა, „ოცნების“ მხარდამჭერია.
– ოჯახის დანგრევის გადაწყვეტილება ვინ მიიღო?
– ერთად მივიღეთ. ჩვენი ერთ ჭერქვეშ ცხოვრება გაუსაძლისი იყო. რაღაც დამთავრდა. ბევრის თმენაც შეიძლება, მაგრამ რაღაც წერტილამდე. ორი უცხო ადამიანის ერთად ცხოვრება ძალიან ძნელია.
– ისევ ერთად არიან?
– ერთად არიან.– იმ ქალმა ზურაბს შვილი გაუჩინა, მაშინ ჭორაობდნენ.
– არა, ამბობდნენ, მაგრამ შვილი არ გაუჩენია. ასაკში ძალიან დიდი განსხვავებაა. ახალგაზრდა გოგოა. ჩემი შვილის ტოლი.
ამ ამბავს შეეწირა ჩემი სახლი სოლოლაკში, რომელიც მართლა ყველასთვის საყვარელი სახლი იყო. ეს იყო მამაჩემის და დედაჩემის სახლი, რომელიც ამ ამბის შემდეგ გავყიდეთ. ვისაც ის სახლი უნახავს და მე მიცნობს, რომელსაც ხან აქ და ხან იქ არ უცხოვრია, მიხვდება რასაც განვიცდი. მე, დაბადებიდან მოყოლებული, მთელი ცხოვრება სოლოლაკში იმ სახლში ვცხოვრობდი. ტაქსში რომ ვჯდები, სოლოლაკის მისამართს ვეუბნები ისევ. მთელი ცხოვრება დატოვე და წამოხვედი, ადვილი არ არის…

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close