სიახლეები

ვითარება მძიმდება, იძულებული გავხდებით, შეზღუდვები შემოვიღოთ – იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ქვეყანაში ვითარება მძიმდება.
“სიტუაცია, სამწუხაროდ, ქვეყანაში მძიმდება. დადებითობის მაჩვენებელი, ისევე როგორც სხვა მაჩვენებელი უნდა გავითვალისწინოთ. ეს არის ინციდენტობა 100 000-ს მოსახლეზე, ყოველდღიური შემთხვევები და ყველა მაჩვენებელი.


ერთი და ორკვირიანი მონაცემები არის მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, რეპროდუქციის ინდექსი. ყველა ეს მონაცემი, სამწუხაროდ, უარესდება. თუ პირბადეების ტარების მაჩვენებელი არ მოიმატებს, თუ ისევ იქნება დიდი სუფრები, რა თქმა უნდა, სიტუაცია გაუარესდება და სახელმწიფო იძულებული იქნება დამატებითი შეზღუდვები შემოიღოს,” – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close