საზოგადოება

მიშა ანდღულაძე – “ყველა კაცი ვიცი, ვისაც ჩემს ცოლთან კავშირი ჰქონდა, ყველას მოკვლა მინდოდა”

ტვ ფორმულას გადაცემაში “ყვითელი ყუთი” მსახიობმა მიშა ანდღულაძემ მის ყოფილ ცოლთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
– თავიდანვე მე და ჩემმა ცოლმა გადავწყვიტეთ გვეცხოვრა ტყუილის გარეშე. შევთანხვმდით, რომ ნებისმიერი ტყუილი იქნებოდა ურთიერთობის დასასრული. თუ გვექნებოდა პრობლემა ერთმანეთთან სასიყვარულო ურთიერთობებში, ეს უნდა გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის. უფლება უნდა მიგვეცა ერთმანეთისთვი, რომ ვისთანაც გვინდოდა, იმასთან გვქონოდა ურთიერთობა, ოღონდ ეს მეორეს უნდა სცოდნოდა.


მერე მოგვბეზრდა ერთმანეთი. პირველად ჩემს ცოლს გაუჩნდა ეს პრობლემა. მას მოუნდა პარალელური ურთიერთობა. მცდელობა ჰქონდა, რომ მისი ამბავი მოეყოლა ჩემთვის. ამის მოსმენა გამიჭირდა და ეს მძიმე აღმოჩნდა ჩემთვის, ერთი პერიოდი სუიციდზეც ვფიქრობდი.
ყველა მამაკაცი ვიცი, ვისაც ჩემს ცოლთან ჰქონდა ურთიერთობა. მათი ყველას მოკვლა მინდოდა, მათი ერთ ოთახში დაკეტვა და დახოცვა.
ეს ყველაფერი ხდებოდა მაშინ, როდესაც ერთად ვცხოვრობდით, _თქვა მიშა ანდღულაძემ გადაცემაში.
akhalitaoba

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close