სიახლეები

[ფოტოები] “ორი საქართველო” მამის საფლავზე დაკავებული ახალგაზრდა და 150-კაციან სუფრაზე მოქეიფე გავლენიანი მეუფე სტეფანე

მაშინ, როდესაც ქვეყანაში კოვიდრეგულაციები მოქმედებს, რის გამოც, მოქალაქეებს საფლავებზე გასვლაც კი შეზღუდული აქვთ, სოფელ ტვიშში, ცაგერის, ლენტეხისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღდეგები და ადგილობრივები – სულ 150 კაცი, უზამრაზარ სუფრაზე ლხინი გამართეს.
ტვიშში, აღდგომის დღესასწაულის მეორე დღეს „ჯვაროსნულმა მოძრაობამ“ ჯვარი აღმართა. ჯვრის აღმართვას რიონის ხეობის მცველებიც შეუერთდნენ.
ამ დღესთან დაკავშირებით ადგილზე ჩავიდა მიტროპოლიტი სტეფანეც, რომელმაც მამა ლევანთან (გოლეთიანი) ერთობლივი პარაკლისი გადაიხადა. პროცესი კოვიდრეგულაციების დარღვევით წარიმართა, ვინაიდან ჯვრის აღმართვის პარალელურად ტვიშში 150-კაციანი სუფრაც გაიშალა. რიონის ხეობის მცველების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ადგილზე პირბადეების გამოყენებაც არ ხდება.

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close