სიახლეები

საჭმელს ვჭამდით და კარებში შემოცვივდნენ, ყველგან მირტყამდნენ, თავი, ფეხები, მხარი – ახალციხეში, 89 წლის ქალზე რძალმა და შვილიშვილებმა სასტიკად სცემეს

როგორც დაზარალებული, 89 წლის ქალი, ამბობს, მასზე რძალმა და ორმა შვილიშვილმა იძალადა. დაშავებული სამ მაისს, ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს. საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და კლინიკიდან უკვე გაწერეს.
ქალის თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ოჯახის წევრები მასზე ძალადობენ. ის ამბობს, რომ რძალი სისტემატურად ეჩხუბებოდა და სახლის დატოვებას სთხოვდა. მას კი წასასვლელი არსად აქვს. კლინიკიდან გამოწერის შემდეგ, 89 წლის ქალი დროებით ნათესავმა შეიფარა.


„წლების წინ ჩემს შვილზე გავაფორმე ბინა, რომელიც ორი წლის წინ გარდაიცვალა და სახლი რძლის სახელზეა. მომივარდებოდნენ და მეუბნებოდნენ, სახლიდან წადიო. გუშინაც ვიჯექით მე და ჩემი მეორე ბიჭი, საჭმელს ვჭამდით და კარებში შემოცვივდნენ, ყველგან მირტყამდნენ, თავი, ფეხები, მხარი – ყველაფერი მტკივა. ჩემს ბიჭს ოთახიდან გაჰყავდა. კარებთან შეშის ნაჭრები გვქონდა და ის ჩაარტყეს ჩემს შვილს, თავზე აქვს ჭრილობა. სახლში ყველაფერი დალეწილია, მაგიდა ამოაყირავეს“, – ამბობს 89 წლის ქალი.
ინციდენტის დროს, რძალმა პოლიცია გამოიძახა, სამართალდამცველებმა კი დაშავებული ქალის შვილი დააკავეს, რომელიც მოხუცის თქმით, რძლის ოთახიდან გაყვანას ცდილობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი.
წყარო: tv9news.ge

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close