რა სასჯელი ემუქრება კვარას და პსჟ-ს იმ შემთხვევაში, თუ ლიონის სარჩელი დაკმაყოფილდა? – geonewest.com
ახალი ამბები

რა სასჯელი ემუქრება კვარას და პსჟ-ს იმ შემთხვევაში, თუ ლიონის სარჩელი დაკმაყოფილდა?

როგორც ცნობილია, „ლიონმა“ პარი სენ ჟერმენთან წაგებული თამაშის შემდეგ, LFP-ის იურიდიულ კომიტეს სარჩელით მიმართა, რომლის მიხედვითაც, პარი სენ-ჟერმენმა კვარაცხელიას ტრანსფერი უკანონოდ, სატრანსფერო წესების დარღვევით განახორციელა.

Europop წერს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, აღნიშნულ თამაშში, ისევე როგორც ყველა სხვა შეხვედრაში, სადაც ქართველთან ერთად ითამაშეს, წაგება ჩაეთვლება, ხოლო ფინანსური ჯარიმისა და ქულების ჩამოკლების გარდა, არსებობს საშიშროება, რომ პსჟ კვარაცხელიას მოედანზე ვეღარ გაიყვანს იქამდე, სანამ დავა არ მოგვარდება.

ამ შემთხვევაში, კვარას შესაძლოა გუნდის დატოვება მოუხდეს, რადგან პსჟ-ში სათამაშო პრაქტიკა არ ექნება. ეს უარყოფითად შეიძლება აისახოს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მის ასპარეზობაზეც, რომლის მიზანსაც, მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა წარმოადგენს.

Back to top button