
ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში – მოტოციკლი ქვეითს შეეჯახა, შედეგად ორივე ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა.
დაღუპული ახალგაზრდა კაცი დათო აბულაძეა.
„გლოვობს ჩემი ბათუმი გარდაიცვალა ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე დათო აბულაძე მიწამ როგორ უნდა მიგიღოს ღიმილის სიკეთის ბიჭი…
სიყვარულის, გვერდში დგომის და რა კარგი სიტყვაც მომხვდება პირზე ყველაფრის დაწერა შემიძლია, მარტო იმიტომ, რომ ეგეთი იყო…
გიზიარებთ ყველას ვინც იცნობდით თუ არ იცნობდით ამ სიყვარულის კაცის აღარ ყოფნას…“, – წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.