“თითქოს არც ვარსებობ…” – რატომ არ მიიწვიეს სოფო ნიჟარაძე საახალწლო კონცერტებზე. ნახეთ რას წერს მომღერალი
მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ “მთავარ არხთან განაცხადა” რომ ბოლო წლებია არც ერთ ღონისძიებაში, რომელსაც მთავრობა გეგმავს, მონაწილეობას არ ღებულობს, რადგან არ ხდება მისი მიწვევა:
სოფო ნიჟარაძე: “არც ერთ ღონისძიებაში არ ვმონაწილეობ, მარტივი მიზეზის გამო. არ მაქვს მოწვევა და არავინ მეხმიანება, თითქოს არც ვარსებობ. ამ ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხა არ არის კონკრეტულად ვინმეს ჯიბისგან ამოღებული ფული, ეს არის ქვეყნის ფული. ქვეყანას მრავალფეროვანი მსმენელი ჰყავს და ვთვლი, რომ საახალწლო ღონისძიება, რომელზეც მოდის უამრავი მაყურებელი, მოდიან არტისტების სანახავად. ეს არის ხალხთან მოსიყვარულების დიდი შანსი. შემოთავაზების შემთხვევაში დავთანხმდებოდი.”