
ახალციხეში, კერძო ბაგა–ბაღში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ბავშვს ეძინა და როცა აღმზრდელი გასაღვიძებლად შევიდა, მცირეწლოვანი უგონო მდგომარეობაში დახვდა.
სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ბიჭი კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ცხედარს უკვე ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა.
ერთ-ერთ ვერსიაზე, რომ შესაძლოა, ბავშვს რამე საგანი ან საკვები გადასცდა, ექსპერტი ამბობს, რომ პირველადი დათვალიერებით, სასუნთქ გზებში უცხო ნივთი არ აღმოჩნდა.
მისივე თქმით, გარდაცვალების მიზეზი დაახლოებით ერთ თვეში გახდება ცნობილი.
ახლობლების ინფორმაციით, ბავშვი სრულიად ჯანმრთელი იყო.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
წყარო: prime time