ტყეში დაკარგული ბიჭის ისტორია,რომელმაც19 წლის შემდეგ საშინელი საიდუმლოს შესახებ შეიტყო!
ჩვენი ისტორიის გმირს ცხოვრება ბოროტად გაეხუმრა – ერთხელ, როცა ის ჯერ კიდევ პატარა იყო, მამამ ბავშვი სანადიროდ წაიყვანა. ისინი ძველი, მიტოვებული გზით წავიდნენ, მაგრამ ძლიერი წვიმის გამო, მათი მანქანა გზიდან გადავარდა. დარტყმის შედეგად, ბიჭმა გონება დაკარგა, ხოლო გამოფხიზლების შემდეგ, მამა ვერსად იპოვა. მან მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ შეიტყო საშინელი სიმართლე… ანდრომ 6 წლის ასაკში ბევრი მძიმე საათი გამოიარა. მან რამდენიმე ღამე გაატარა დაზიანებულ მანქანაში, რომელსაც ავარიის შემდეგ, მხოლოდ უკანა სავარძელი შერჩენოდა მთელი. ბიჭი ელოდებოდა, რომ მამა მასთან დაბრუნდებოდა, მაგრამ ეს არ მოხდა. ბავშვი იმ პროდუქტებით იკვებებოდა, რომლებიც მამამისმა მანქანაში ჩააწყო. გზაზე კი არც ერთ მანქანას არ ჩამოუვლია, რადგან ეს გზა დიდი ხნის გაუქმებული იყო. როცა საჭმელი უთავდებოდა, ბიჭმა კიდევ ერთხელ სცადა მამის მოძებნა, მაგრამ ტყეში ისე ღრმად შევიდა, რომ ვერც შეამჩნია, ისე აებნა გზა. მას ეგონა, რომ უბრალოდ წინ მიდიოდა, მაგრამ მაინც ვეღარ გამოაგნო უკან. რამდენიმესაათიანი სიარულის შემდეგ, ის მდინარის ნაპირზე გავიდა. ბიჭი ჩამოჯდა და ტირილი დაიწყო. მისი ხმა ერთ-ერთმა მეთევზემ გაიგო, რომელიც მდინარის მეორე ნაპირზე ორ მეგობართან ერთად იყო. ისინი ნავში ჩაჯდნენ და ბავშვთან მიცურეს.