ახლახან ძლიერი მიწისძვრა მოხდა-ნახეთ სად იყო ეპიცენტრი? – geonewest.com
ახალი ამბები

ახლახან ძლიერი მიწისძვრა მოხდა-ნახეთ სად იყო ეპიცენტრი?

რუსეთში, კამჩატკას სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 4,9 მაგნიტუდა შეადგინა. ამის შესახებ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ერთიანი გეოფიზიკური სამსახურის კამჩატკის ფილიალი იტყობინება.

ბიძგები მოსკოვის დროით 20:26 საათზე, ქალაქ პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან 112 კილომეტრში, კრონოცკის ყურის მახლობლად დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 111 კმ სიღრმეზე იყო.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ცუნამის საფრთხე არ დაფიქსირებულა.

Back to top button