ახალი ამბები

თბილისში მცხოვრები პენსიონერები მედიკამენტების შესაძენად 500-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ

თბილისში მცხოვრები ყველაზე მოწყვლადი ჯგუფისთვის – პენსიონერებისთვის, ფინანსური ტვირთის შემსუბუქების მიზნით, მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა განხორციელდება.
კახა კალაძის განცხადებით, შესაბამისი პროგრამის ფარგლებში პენსიონერები 500-ლარიან ვაუჩერებს

მიიღებენ. „დაფინანსება ვაუჩერული პრინციპით მოხდება და წელიწადში მისი ღირებულება 500 ლარი იქნება. პენსიონერს საშუალება ექნება, ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული სხვადასხვა მედიკამენტი (გულ-სისხლძარღვთა, გამაყუჩებელი, ქრონიკული ავადმყოფობების სამკურნალო და ა.შ.) თბილისის მერიის სპეციალური, 500-ლარიანი ვაუჩერის ფარგლებში შეიძინოს“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ამ პროგრამით ისარგებლებს სოციალურად დაუცველი 100 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე 40 000-მდე პენსიონერი. პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარი იქნება.
წყარო: https://imedinews.ge/

ასევე გირჩევთ

Back to top button