ახალი ამბები

4 000- ლარიანი დახმარება დასაქმების ხელშეწყობისთვის – ვის შეუძლია გრანტის მიღება?

ემიგრანტების დახმარების სახელმწიფო პროგრამა მიმდინარე წელს გამოცხადდა და სხვა ქვეყნებში არალეგალურად მცხოვრები მიგრანტებს დახმარებას 4 000-ლარიანი გრანტით ითვალისწინებს. დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს, რეინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში, გრანტს 200-მდე დაბრუნებული მიგრანტი მიიღებს. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ტექნიკა დანადგარები და ხელსაწყოები გადასცა. „2021 წელს, 388 პროექტის განაცხადიდან გამოვლინდა 185 მიგრანტი

გამარჯვებული, რომელთა დიდ ნაწილს უკვე გადაეცა მათთვის შესყიდული ნივთები, დარჩენილი ნაწილისათვის მიმდინარეობს გადაცემა. რაც შეეხება საშემოდგომო განაცხადების მიღებას, 270 განაცხადი შემოვიდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს წინასწარი მონიტორინგი და ნოემბერში გამარჯვებულები გამოვლინდებიან“, – აცხადებს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინტეგრაცია-რეინტეგრაციის სამსახურის უფროსი, დავით ფეიქრიშვილი. მისივე განმარტებით, პროგრამის ბიუჯეტი 2021 წელს 650 000 ლარია, ხოლო უშუალოდ საშემოსავლო საგრანტო პროექტების დაფინანსებას 542 000 ლარი მოხმარდება. გარდა ამისა, რეინტეგრაციის პროგრამას აქვს სხვა კომპონენტები, მათ შორის, სამედიცინო სერვისის დაფინანსება, პროფესიული სწავლის ხელშეწყობა, საკონსულტაციო/რეფერალური სერვისი და დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფა. კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს გრანტის მიღების მსურველი მიგრანტები მიგრანტმა, , რომელიც იყო საზღვარგარეთ, მინიმუმ, ერთი წლის განმავლობაში არალეგალურად ან იყო თავშესაფრის მაძიებელი ან სარგებლობდა თავშესაფრით და დაბრუნებიდან სააგენტოსთვის მომართვამდე არ არის ერთ წელზე მეტი გასული) უნდა წარადგინოს პროექტის გეგმა (განაცხადი და თანდართული დოკუმენტები), რომელსაც კომისია განიხილავს და წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმებით შეაფასებს. დაფინანსდება მხოლოდ შესაბამისი გამსვლელი ქულის მქონე განაცხადები. აქვე აღსანიშნავია, რომ მიგრანტი გრანტს არა თანხის, არამედ შესაბამისი ტექნიკის სახით მიიღებს. წყარო: primetime.ge

ასევე გირჩევთ

Back to top button