ახალი ამბები

რომელ კლინიკაში მოათავსებენ მიხეილ სააკაშვლს?

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ “ღამის კურიერთან” საუბრისას მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და დაასახელა კლინიკა, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს მოათავსებენ. ბრეგაძის განმარტებით, აღნიშნულ კლინიკას შეუძლია მოშიმშილე პაციენტის მდგომარეობა მართოს: “ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის

ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ნორმაშია. თუ დადგება საჭიროება, მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, იგი ჰოსპიტალიზებული იქნება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. აღნიშნულ დაწესებულებას შეუძლია მოშიმშილე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართოს,”- განაცხადა რატი ბრეგაძემ.
წყარო:newposts.ge

ასევე გირჩევთ

Back to top button