ფრთხილად იყავით,მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ძლიერი ქარი და სეტყვა, სად უნდა ველოდოთ უამინდობას? – geonewest.com
ახალი ამბები

ფრთხილად იყავით,მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ძლიერი ქარი და სეტყვა, სად უნდა ველოდოთ უამინდობას?

გარემოს ეროვნული სააგენტო, 2 აგვისტოს, საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

„2 აგვისტოს საღამოს და ღამის საათებში საქართველოში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთ საქართველოს ჩრდილო მთიან რაიონებში და აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ელჭექის დროს ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

Back to top button