
შესაძლოა, კამჩატკის ნახევარკუნძულზე მომხდარმა მიწისძვრამ დიდი ნგრევა არ გამოიწვია, თუმცა, შესაძლოა აშშ-ის დასავლეთ სანაპიროს გაცილებით უფრო დამანგრეველი სეისმური მოვლენა ელის,“ – წერს telegraph-ი და მეცნიერების პროგნოზზე დეტალურად საუბრობს, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა აშშ-ში მომავალი 50 წლის განმავლობაში ძლიერი მიწისძვრა მოხდეს.
- მეცნიერები ვარაუდობენ, რომ არსებობს 15%-იანი შანსი, მომდევნო 50 წლის განმავლობაში ძალიან ძლიერი მიწისძვრა მოხდეს, რასაც აშშ-ის სანაპიროზე ასობით ფუტის სიმაღლის მეგაცუნამები მოჰყვება.
ვირჯინიის ტექნოლოგიური ინსტიტუტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 8.0 ან მეტი სიმძლავრის მიწისძვრამ შეიძლება სანაპირო ზოლი წუთებში 6.5 ფუტით ჩაძიროს. შედეგად, გაანადგუროს ისეთი ქალაქები, როგორიცაა სიეტლი და პორტლენდი – დატბოროს ასობით მილის სიგრძის გზები, აეროპორტები, სკოლები, საავადმყოფოები და ელექტროსადგურები.
კამჩატკას მიწისძვრის მსგავსად, კასკადიის ნაპრალი წყნარი ოკეანის ცეცხლოვან რგოლში მდებარეობს და შედგება 452 ვულკანის ნალისებრი რგოლისგან, რომელიც გადაჭიმულია სამხრეთ ამერიკის სამხრეთ კიდედან – ჩრდილოეთ ამერიკის სანაპიროს გასწვრივ, ბერინგის სრუტის, იაპონიისა და ახალი ზელანდიის გავლით.
- ეს რგოლი პასუხისმგებელია მსოფლიოში მიწისძვრების დაახლოებით 90 პროცენტზე.
მრავალ აქტიურ ვულკანთან ერთად, დიდი მიწისძვრები ე.წ. „ცეცხლის რგოლის“ დამახასიათებელი ნიშანია. მოძრავი ტექტონიკური ფილა ეჭიდება ქვემოთ მდებარე ფილას და რაღაც მომენტში, საბოლოოდ უშვებს მას“, – განაცხადა ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის გეომეცნიერებისა და კლიმატური საფრთხეების დამსახურებულმა პროფესორმა, ბილ მაკგუაიერმა.
თუმცა, როგორც მაკგუაიერმა აღნიშნა, მიწისძვრები იშვიათად იწვევს ფართომასშტაბიან ნგრევას, რადგან ისინი, როგორც წესი, დასახლებული ცენტრებიდან შორს ხდება.
კასკადიის სუბდუქციის ზონაში ბოლო ძლიერი მიწისძვრა 1700 წლის 26 იანვარს მოხდა. გეოლოგიური მტკიცებულებები მიუთითებს, რომ მან გამოიწვია წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთის სანაპიროს მკვეთრი დაწევა და შემდეგ დატბორვა.
07:28 / 02-08-2025

“შესაძლოა, კამჩატკის ნახევარკუნძულზე მომხდარმა მიწისძვრამ დიდი ნგრევა არ გამოიწვია, თუმცა, შესაძლოა აშშ-ის დასავლეთ სანაპიროს გაცილებით უფრო დამანგრეველი სეისმური მოვლენა ელის,“ – წერს telegraph-ი და მეცნიერების პროგნოზზე დეტალურად საუბრობს, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა აშშ-ში მომავალი 50 წლის განმავლობაში ძლიერი მიწისძვრა მოხდეს.
- მეცნიერები ვარაუდობენ, რომ არსებობს 15%-იანი შანსი, მომდევნო 50 წლის განმავლობაში ძალიან ძლიერი მიწისძვრა მოხდეს, რასაც აშშ-ის სანაპიროზე ასობით ფუტის სიმაღლის მეგაცუნამები მოჰყვება.
ვირჯინიის ტექნოლოგიური ინსტიტუტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 8.0 ან მეტი სიმძლავრის მიწისძვრამ შეიძლება სანაპირო ზოლი წუთებში 6.5 ფუტით ჩაძიროს. შედეგად, გაანადგუროს ისეთი ქალაქები, როგორიცაა სიეტლი და პორტლენდი – დატბოროს ასობით მილის სიგრძის გზები, აეროპორტები, სკოლები, საავადმყოფოები და ელექტროსადგურები.
კამჩატკას მიწისძვრის მსგავსად, კასკადიის ნაპრალი წყნარი ოკეანის ცეცხლოვან რგოლში მდებარეობს და შედგება 452 ვულკანის ნალისებრი რგოლისგან, რომელიც გადაჭიმულია სამხრეთ ამერიკის სამხრეთ კიდედან – ჩრდილოეთ ამერიკის სანაპიროს გასწვრივ, ბერინგის სრუტის, იაპონიისა და ახალი ზელანდიის გავლით.
- ეს რგოლი პასუხისმგებელია მსოფლიოში მიწისძვრების დაახლოებით 90 პროცენტზე.
“მრავალ აქტიურ ვულკანთან ერთად, დიდი მიწისძვრები ე.წ. „ცეცხლის რგოლის“ დამახასიათებელი ნიშანია. მოძრავი ტექტონიკური ფილა ეჭიდება ქვემოთ მდებარე ფილას და რაღაც მომენტში, საბოლოოდ უშვებს მას“, – განაცხადა ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის გეომეცნიერებისა და კლიმატური საფრთხეების დამსახურებულმა პროფესორმა, ბილ მაკგუაიერმა.
ასევე დაგაინტერესებთ

17:34 / 30-07-2025
კამჩატკაზე მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, რუსეთში ვულკანმა დაიწყო ამოფრქვევა
თუმცა, როგორც მაკგუაიერმა აღნიშნა, მიწისძვრები იშვიათად იწვევს ფართომასშტაბიან ნგრევას, რადგან ისინი, როგორც წესი, დასახლებული ცენტრებიდან შორს ხდება.
კასკადიის სუბდუქციის ზონაში ბოლო ძლიერი მიწისძვრა 1700 წლის 26 იანვარს მოხდა. გეოლოგიური მტკიცებულებები მიუთითებს, რომ მან გამოიწვია წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთის სანაპიროს მკვეთრი დაწევა და შემდეგ დატბორვა.
- ხოლო ყველაზე ძლიერი მიწისძვრა, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა, 1960 წელს ჩილეში მოხდა და ბიძგებმა 9.5 მაგნიტუდა შეადგინა. მაშინდელმა სტიქიამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დატბორილი იყო სანაპირო ქალაქები.
რაც შეეხება კამჩატკას, ნახევარკუნძულზე მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 8.8 მაგნიტუდა იყო, რაც მას მსოფლიოში ერთ – ერთ ყველაზე ძლიერ მიწისძრად აქცევს. მასზე ძლიერი, 9.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 2011 წელს იაპონიაში დაფიქსირდა.
ბიძგების შემდეგ კამჩატკაში 3-4 მეტრის სიმაღლის ცუნამის ტალღები დაფიქსირდა, ჰავაიზე – 1.2 მეტრის, ხოლო ჩრდილოეთ იაპონიაში, ჰოკაიდოზე – გაცილებით მცირე, 30 სმ-ის ტალღა.