
ადამიანს ცხოვრებაში უამრავი ტკივილისა და სიხარულის გადატანა უწევს .ხშირად სიხარულს მწუხარება ძლევს.ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვზეიმობდით და უცებ ჩამოჰკრა გლოვის ზარმა. ტრაგიკული აღმოჩნდა 17 სექტემბერი, როცა ჩვენი სკოლის მე-12აკლასის კურსდამთავრებულის, ნიკა დვალიშვილის, დაღუპვის ამბავი შევიტყვეთ .გამოაკლდა ჩუმი,უწყინარი, ზრდილი,თავმდაბალი და ღირსეული ახალგაზრდა თავის კლასელებს. დღეს უნივერსიტეტის კარი უნდა შეგეღო და ახალი ცხოვრება დაგეწყო მაგრამ….გიმტყუნა მუხთალმა წუთისოფელმა
მიწა გეცოტავა მეოცნებეს და შეუერთდი ზეციურ სამყაროს
, გვიყვარხარ გული გვტკივა, ჩვენო ნიკა! მუდამ ემახსოვრები მშობლიურ სკოლას, პედაგოგებს ,კლასელებს ,რადგან სამარადჟამოდ დარჩები ჩვენთან ერთად ლამაზ მოგონებად .
წერს ნინო ჩოლოკავა