21-22 წლის ახალგაზრდები ავარიაში მოჰყვენ – დამტვრეულია ორი მანქანა – geonewest.com
ახალი ამბები

21-22 წლის ახალგაზრდები ავარიაში მოჰყვენ – დამტვრეულია ორი მანქანა

სამტრედიაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. „გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები, სავარაუდოდ, 21-22 წლის ახალგაზრდები არიან. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ისინი სამტრედიის „ჯეო ჰოსპიტალსში“ გადაიყვანა.

ჩვენი ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
წყარო: resonancedaily. com

Back to top button