სკოლასთან ახლოს კაცი დაჭრეს, მისი მდგომარეობა მძიმეა – სად და როდის მოხდა სისხლიანი ანგარიშსწორება? – geonewest.com
ახალი ამბები

სკოლასთან ახლოს კაცი დაჭრეს, მისი მდგომარეობა მძიმეა – სად და როდის მოხდა სისხლიანი ანგარიშსწორება?

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში კაცი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას “ქართლის ამბები” ავრცელებს. დაშავებული კაცი “გორმედის” კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის დირექტორის ცნობით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით, მეხუთე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

Back to top button