
ტრაგედია დატრიალდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში – დაღუპულია მამა-შვილი. არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისთან, რომლის დროსაც შვილი დაიღუპა.
როგორც „გურია ნიუსს” თვითმხილველმა უთხრა, მანქანა დაბალი სიჩქარით ზიგზაგისებურად მიდიოდა. ეტყობა, მძღოლი ცუდად გახდა, შემდეგ გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ის ადგილზე დაიღუპა. მამას კი, როცა შვილის გარდაცვალების ამბავი შეატყობინეს, გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა.
„გურია ნიუსი“



