ამ დილით თბილისში კიდევ ერთი მასშტაბური ავარია მოხდა – დაიმტვრა ერთბაშად 6 ავტომობილი – geonewest.com
ახალი ამბები

ამ დილით თბილისში კიდევ ერთი მასშტაბური ავარია მოხდა – დაიმტვრა ერთბაშად 6 ავტომობილი

მორიგი მასშტაბური ავარია მოხდა ამ დილით თბილისში. გლდანის ხიდებთან ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა. “რეზონანსის” ინფორმაციით, სულ 6 მანქანა დაიმტვრა, რამაც გზაზე დიდი საცობი გამოიწვია. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. დაშავებულებს ადგილზე გაეწია დახმარება, ზოგიერთი მათგანი კი კლინიკაში გადაიყვანეს.
წყარო: resonancedaily. com

Back to top button