ახლახანს ყველასთვის საყვარელი ქართველი სპორტსმენი გარდაიცვალა
ახლახანს ყველასთვის საყვარელი ქართველი სპორტსმენი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
“სამწუხაროდ, კიდევ ერთი ღირსეული ქართველი და ერის მსახურებაში დამაშვრალი მამულიშვილი ანზორ საკანდელიძე გადასახლდა მარადისობაში.
ბატონი ანზორი იყო ჭეშმარიტად დიდი ქართველი- სპორტსმენი, მეცნიერი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, უმაღლესი კლასის ინჟინერ- მშენებელი, ამასთანავე, ქართული პოეზიის და ლიტერატურის უბადლო მცოდნე და მოყვარული, „საქართველოს თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის“და „საქართველოს რეფორმატორთა კავშირის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მისი ხელმოწერით დასტურდება საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, თავის ქვეყანასა და მშობლიურ ქალაქ ქუთაისზე უსაზღვროდ შეყვარებული, არასოდეს გაუწყვეტია კავშირი საკუთარ ქალაქთან.
ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ქუთაისს და სრულიად საქართველოს , სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა.
პატივისცემით,
საზოგადოება “ძველი ქუთაისელების” სახელით საზოგადოების თავმჯდომარე თეიმურაზ ნადირაძე”