ახალი ამბები

“რაც ამ ბავშვის ოჯახში ხდება, დედამიწაზე ჯოჯოხეთია…რატო კლავენ, რატომაა ამდენი ძალადობა…მეშინია..რანაირად ავარიდო ჩემი ბიჭები ამ ყველაფერს…” – რას წერს ზუგდიდში მოკლული 15 წლის ახლობელი?

👇საინტერესო სიახლეების გამოწერა👇

ზუგდიდში 20 ნოემბერს 15 წლის საბა მამფორია მოკლეს. მას სასიკვდილი ჭრილობები არასრულწლოვანმა მიაყენა. ტრაგედიას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის მეგობრები და ახლობლები ეხმაურებიან.

“ვზივარ და ვერაფერზე ვფიქრობ…იქ, რაც ამ ბავშვის ოჯახში ხდება, დედამიწაზე ჯოჯოხეთია….ვტიროდი, როცა იქიდან მოვბრუნდი და ჩემს 10 და 8 წლის ბიჭებს ვერ ავუხსენი, რატომ ან რაზე ვტიროდი..არ მინდა იცოდნენ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი, რატო კლავენ, რატო ჩაგრავენ ან რატომაა ამდენი ძალადობა ირგვლივ..მე მეშინია ხვალინდელი დღის, იმიტომ რომ ირგვლივ ასეთები ხდება..მე ორი ბიჭის დედა ვარ და ვფიქრობ რანაირად ავარიდო ჩემი შვილები ამ ყველაფერს….

სასტიკი მკვლელობა ზუგდიდში, მესხიას ქუჩაზე მდებარე სტადიონზე მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 17 წლის ბიჭმა, 15 წლის საბა მამფორიას დანა გულ-მკერდის არეში ჩაარტყა. ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ის გზაში გარდაიცვალა.

მკლვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.
წყარო: bbcnews. ge

მსგავსი სტატიები

Back to top button