
პეტრე კოლხი
“პატრიარქის გარდაცვალებას ვისაც ყველაზე მეტად ვუსამძიმრებ-შორენა თეთრუაშვილია…. ისტორიულად მისგან შეიქმნა მტრის ხატი, მაგრამ არსებობს სხვა სინამდვილე, რომელიც ვფიქრობ, უფრო საინტერესოა….
პატრიარქი მისთვის არ ყოფილა მხოლოდ ეკლესიის საჭეთმპყრობელი, არც სულიერი მამა, უპირველესად ალბათ, შვილი იყო…. დიახ, როგორც დედა თავს ევლება ერთადერთ შვილს, ზუსტად ისე უვლიდა და პატრონობდა პატრიარქს….
შორენას პირადი ცხოვრება საპატრიარქო იყო, ადრეული ასაკიდან შეენივთა იქაურ სირთულეს….
არ მგონია მასზე თავდადებული ვინმე ყოლოდა პატრიარქს….
რა არის ქრისტიანობა?! უპირობო თავგაწირვა და ერთგულება”- წერს პეტრე კოლხი.



