23 წლის ბიჭმა, მეზობელი სავარაუდოდ კომპიუტერული თამაშინდან მიღებული დავალების გამო მოკლა. სად მოხდა შემთხვევა? – geonewest.com
ახალი ამბები

23 წლის ბიჭმა, მეზობელი სავარაუდოდ კომპიუტერული თამაშინდან მიღებული დავალების გამო მოკლა. სად მოხდა შემთხვევა?

ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი.

  • გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 23 წლის ახალ­გაზ­რდამ მე­ზო­ბელს ცივი ია­რა­ღით და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ინ­ტერ­ნე­ტით მი­ღე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბის შე­დე­გად მი­ა­ყე­ნა, რის შემ­დე­გაც შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა, ასე­ვე თვით­და­ზი­ა­ნე­ბე­ბიც მი­ი­ყე­ნა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა კაცი კომ­პი­უ­ტე­რულ თა­მა­შებს თა­მა­შობ­და. რო­გორც სო­ფელ­ში აცხა­დე­ბენ, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ ამო­ღე­ბუ­ლია კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა.

და­კა­ვე­ბუ­ლის მამა ადას­ტუ­რებს, რომ მისი შვი­ლი კომ­პი­უ­ტე­რულ თა­მა­შებს თა­მა­შობ­და, თუმ­ცა, რა სა­ხის თა­მა­შე­ბი იყო, მის­თვის უც­ნო­ბია.

“არ ვიცი რას აკე­თებ­და, კომ­პი­უ­ტერ­თან იჯდა 24 სა­ა­თი. ღა­მის 04:00 სა­ათ­ზე წვე­ბო­და და სულ კომ­პი­უ­ტერ­თან იჯდა. როცა ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი მოკ­ლა, გა­მო­იქ­ცა და ტყე­ში და­ი­მა­ლა. პო­ლი­ცია და სას­წრა­ფო მო­ვი­და. ეძე­ბეს და ტყე­ში ნა­ხეს, ვე­ნე­ბი გა­და­უჭ­რია. წა­ღე­ბუ­ლია კომ­პი­უ­ტე­რი და ტე­ლე­ფო­ნი გა­მოკ­ვლე­ვა­ზე. სახ­ლი გა­ჩხრი­კეს, სის­ხლი­ა­ნი ტან­საც­მე­ლი ეზო­ში ეგდო. მიმ­დი­ნა­რე­ობს ძი­ე­ბა“, – გა­ნუ­ცხა­და და­კა­ვე­ბუ­ლის მა­მამ „ტვ პირ­ველს“.

ცნო­ბის­თვის, ოზურ­გეთ­ში მე­ზობ­ლის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით ერთი პირი და­ა­კა­ვეს.

შსს-ის ცნო­ბით, ბრალ­დე­ბულ­მა, ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში, მე­ზობ­ლად მცხოვ­რებ პირს სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

„სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად დგინ­დე­ბა, რომ ბრალ­დე­ბულ­მა, ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში, მე­ზობ­ლად მცხოვ­რებ – 1968 წელს და­ბა­დე­ბულ გ.მ.-ს, სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად გ.მ. ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, გ.ჩ. ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი – დანა ნივთმტკი­ცე­ბა­დაა ამო­ღე­ბუ­ლი. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 15-წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს“, – აღ­ნიშ­ნუ­ლია შსს-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

Back to top button