
გაუჩინარებული ბიჭის, 17 წლის ნიკა გადლიას ახლობელი საზოგადოებას მიმართავს. როგორც მან „გურია ნიუსს“ განუცხადა, მოზარდს ამ დრომდე ეძებენ.
„ინფორმაცია არ არის ძველი. ნიკა რამდენიმე თვის წინაც დაიკარგა და მალევე ვიპოვეთ. ზოგს ჰგონია, რომ გავრცელებული ინფორმაცია ძველია, თუმცა ასე არ არის – ნიკას კვლავ ვეძებთ. ის სახლიდან 1-ელ აპრილს გავიდა,“ – აღნიშნა ოჯახის ახლობელმა.
ნიკა გადლიას სენაკში უკვე მესამე დღეა უშედეგოდ ეძებენ. სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია პოლიციაც.
გურია ნიუსი



