
“გალერია თბილისიდან” ევაკუაცია განხორციელდა – როგორც ირკვევა, ერთ-ერთმა მოქალაქემ განგაშის ღილაკს თითი მიაჭირა, რის გამოც სიგნალიზაცია ჩაირთო.
უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სავაჭრო ცენტრიდან მოქალაქეების ევაკუაცია მაინც განხორციელდა.
“გალერია თბილისში“ აცხადებენ, რომ ამ დროისთვის შენობაში არანაირი საფრთხე არ არსებობს და სავაჭრო ცენტრში მოქალაქეების მიღება განახლდა.



