
2 დღის წინ მეტრო „სამგორში“ ტრაგედია დატრიალდა. ახალგაზრდა გოგო მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა.
გარდაცვლილი გოგონა მარიამ ტყემალაძეა. ის თსუ-ს სტუდენტი იყო და საკმაოდ წარმატებული. გოგონა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. იყო სახელმწიფო სტიპენდიატი. 20 მაისს მარიამი 22 წლის გახდებოდა.
„ყველას დაგვიტოვა სიყვარულის და მეგობრობის მაგალითი და გაქრა ყველას თავისი მარიამი ჰყავდა… “
„ჩვენი ნიჭიერი, ხალისიანი, ქოთქოთა მარიამი ,ძალიან დააკლდები შენს მშობლიურ მეექვსეს, მარიამ“
„ისეთი ადამიანი იყო, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია. უნივერსიტეტიდან უამრავი კარგი მოგონება მაკავშირებს მასთან და ყოველთვის თბილად გამახსენდება.“
„მარიამი თსუ-ს წარჩინებული სტუდენტი იყო, ნამდვილი ვარსკვლავი, ძალიან ჭკვიანი. სულ გვერდში გვედგა, ყველაფრის თავი და თავი იყო ხოლმე, ძალიან აქტიური და ჩართული ყველაფერში” – წერენ გოგონას ახლობლები.



