ახალგაზრდა სცემეს და ხრამში გადააგდეს?! – სად აღმოაჩინეს 35 წლამდე კაცის ცხედარი და რას ამბობენ ადგილობრივები? – geonewest.com
ახალი ამბები

ახალგაზრდა სცემეს და ხრამში გადააგდეს?! – სად აღმოაჩინეს 35 წლამდე კაცის ცხედარი და რას ამბობენ ადგილობრივები?

ხულოს მუნიციპალიტეტში ხრამში გადავარდნილი ადამიანი იპოვეს. გარდაცვლილი კაცი დაახლოებით 35 წლამდე ასაკისაა. როგორც ირკვევა, ცხედარი ხულოსა და შუახევის საზღვრისპირა სოფლის ტერიტორიაზე იპოვეს. 

“აჭარა თაიმსთან” საუბრისას ადგილობრივები აცხადებენ, რომ შემთხვევამდე ახალგაზრდები ერთად იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათ შორის დაპირისპირება მოხდა. მათი ინფორმაციით, ფიზიკური კონფლიქტის შედეგად რამდენიმე პირი ნაცემია.

ერთ-ერთი ვერსიით ახალგაზრდა სახლში დაბრუნების დროს ხრამში გადავარდა, ხოლო მეორე ვერსიით, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემდეგ ხრამში გადააგდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

წყარო: აჭარა თაიმსი

Back to top button