
მკვლელობა მოხდა გუშინ, თბილისში. წერეთლის გამზირზე, მშენებლობაზე მომხდარი დაპირისპირებისას, ერთ-ერთს გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. ის სისხლისგან დაიცალა.
არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება ფინანსების გამო დაიწყო. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმა თანხა ვერ გაინაწილეს, რასაც კონფლიქტი და შემდეგ უკვე მკვლელობა მოჰყვა.
“ამბებისთვის” ცნობილი გახდა მოკლულის ვინაობა. ის 1979 წელს დაბადებული, 47 წლის თამაზ ნაკაშიძეა. შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული ფიზიკური დაპირისპირებისას, ცივი იარაღის გამოყენებით მამაკაცს გულმკერდის არეში სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
წყარო: ambebi.ge



