„შემოიყვანეს ცოცხალი, მაგრამ უგონო მდგომარეობაში…“ – მეხუთე სართულიდან გადმოვარდნილი ქალი კლინიკაში გარდაიცვალა – geonewest.com
ახალი ამბები

„შემოიყვანეს ცოცხალი, მაგრამ უგონო მდგომარეობაში…“ – მეხუთე სართულიდან გადმოვარდნილი ქალი კლინიკაში გარდაიცვალა

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდნილი ქალი კლინიკა „იმედში“ გარდაიცვალა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში განგვიცხადეს, მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღმოაჩნდა. 

„შემოიყვანეს ცოცხალი, მაგრამ უგონო მდგომარეობაში იყო. ჩაუტარდა კვლევები,  სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღმოაჩნდა და რამდენიმე საათში გარდაიცვალა“,- გვითხრა, სამედიცინო დაწესებულების კლინიკურმა მენეჯერმა, მზია კაკოშვილმა. 

შემთხვევა გუშინ, 27 მაისს ახალციხეში ე.წ. ხუთსართულიანების დასახლებაში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ქალი რომელიც მეხუთე სართულზე ცხოვრობდა ფანჯრიდან გადმოვარდა. 

მომხდარზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წყარო: https://www.resonancedaily. com/

Back to top button