ახალი ამბები

“თავზარდაცემულები ვართ, უფროსი შვილი დარჩა უდედოდ”- ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

თბილისში ქალი, რომელიც ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ და მშობიარობას გადაჰყვა, ად­ვო­კა­ტი თი­ნა­თინ (თიკო) ბე­რი­აშ­ვი­ლია.

“თავზარდაცემულები ვართ, ის არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, მშობიარობას გადაჰყვა, ტყუპებს ელოდებოდა, დედა და ბავშვები გარდაიცვალნენ. მიზეზი არ ვიცით. ექსპერტიზით უნდა გაირკვეს. შოკირებულები ვართ მომხდარით. სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. ბედნიერი უნდა ყოფილიყო ეს ლამაზი ოჯახი, არაჩვეულებრივი ულამაზესი გოგო იყო, ძალიან კარგი ოჯახი ჰქონდა, უნდა გაეხარა თავის ლამაზ ოჯახთან ერთად და ეს უბედურება მოხდა. მეორე შვილზე იყო ფეხმძიმედ, უფროსი შვილი დარჩა უდედოდ. ახლა ტყუპებს ელოდებოდა. სხვას ვერაფერს გეტყვით” – ამბობს ამბები.ჯი-სთან გარდაცვლილის ახლობელი.

Back to top button