ახალი ამბები

საქართველოში ახლახანს მიწისძვრა მოხდა, ცნობილია სად იგრძნობოდა ბიძგები.

საქართველოში, 23 ივნისს, დილის 08:07 საათზე, რაჭის რეგიონში 4.3 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ამბროლაურიდან დასავლეთით 6–7 კილომეტრში, სოფელ ხონჭიორთან მდებარეობდა. მიწისქვეშა ბიძგების კერა 17 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

ცენტრის პირველადი შეფასებით, მიწისძვრის სიმძლავრე 4.4 მაგნიტუდას შეადგენდა, თუმცა დაზუსტებული მონაცემებით, მისი სიმძლავრე 4.3 მაგნიტუდაა.

Back to top button