ახალი ამბები

სანამ თბური ტალღები ჩვენამდე მოაღწევს, საქართველოში ამინდი მკვეთრად უარესდება – რამდენიმე საათში დაიწყება ძლიერი წვიმა და ტემპერატურის ვარდნა, სადამდე გასტანს უამინდობა?

6 ივ­ლი­სის დღის ბო­ლო­დან 9 ივ­ლი­სის დღის პირ­ველ ნა­ხევ­რამ­დე აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია დრო­გა­მოშ­ვე­ბით წვი­მა, ზო­გან ძლი­ე­რი, კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში ძა­ლი­ან ძლი­ე­რი.

ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

“შე­საძ­ლე­ბე­ლია ელ­ჭე­ქი, სე­ტყვა და ქა­რის გაძ­ლი­ე­რე­ბა. მო­სა­ლოდ­ნელ­მა ძლი­ერ­მა ნა­ლე­ქებ­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მდი­ნა­რე­ებ­ზე წყლის დო­ნე­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­ბა, კა­ხე­თის რე­გი­ო­ნის პა­ტა­რა მდი­ნა­რე­ებ­ზე წყალ­მო­ვარ­დნე­ბი, ხოლო გო­რაკ-ბორ­ცვი­ან და მთი­ან ზო­ნებ­ში მე­წყრულ-ღვარ­ცო­ფუ­ლი პრო­ცე­სე­ბის ჩა­სახ­ვა-გაქ­ტი­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს (საფრ­თხის დონე კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში – მა­ღა­ლი, და­ნარ­ჩენ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე – სა­შუ­ა­ლო)” – ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

Back to top button