ახალი ამბები

წუხელ ავარიას 19 წლის გოგონა შეეწირა! – ვინ არის დაღუპული, რომელიც დაბადების დღიდან მეგობრებთან ერთად ბრუნდებოდა და სად დატრიალდა ტრაგედია?

კასპი-კავთისხევის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 19 წლის თამო მოდრეკილაძე დაიღუპა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. ახლობლების ინფორმაციით, მანქანა ხეს შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც. ახალგაზრდები მეგობრის დაბადების დღიდან, ქვათახევიდან ბრუნდებოდნენ. მანქანაში კიდევ რამდენიმე ადამინი იჯდა, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს.

მძღოლი დაკავებულია. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 – წლამდე. 

Back to top button