„საშინელება დატრიალდა: ქორწილიდან მომავალი ავტომობილი მოცურდა და ხეს შეეჯახა“ – 2 დაღუპული, 3 დაშავებული – სად მოხდა შემთხვევა – geonewest.com
ახალი ამბები

„საშინელება დატრიალდა: ქორწილიდან მომავალი ავტომობილი მოცურდა და ხეს შეეჯახა“ – 2 დაღუპული, 3 დაშავებული – სად მოხდა შემთხვევა

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთში, გვიან ღამით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა

არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავმა მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.

გარდაცვლილები ადგილობრივები არიან. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა.

„საშინელება დატრიალდა წუხელ ჩვენ სოფელში. ქორწილიდან მომავალი ავტომობილი მოცურდა და ხეს  შეეჯახა. ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა”, – განუცხადა tia.ge-ს ადგილობრივმა.

Back to top button