
ბათუმში ავარიის შედეგად ქალი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ქალი ქვეითად გადაადგილდებოდა. მისი მდგომარეობა მძიმეა. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.



