
ცოტა ხნის წინ წინ მძიმე ავარია მოხდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთაში. “გურია ნიუსის” ინფორმაციით, კლინიკა „მედალფაში“ ავარიაში დაშავებული 5 მოზარდი მიიყვანეს. ოთხივე მათგანს პირველადი სამედიცინო კვლევები უტარდება. ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.
მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
გურია ნიუსი



