ახალი ამბები

ქალბატონო სოფო, მოემზადეთ, სიმართლის დრო დგება, ბევრი აღარ დარჩა! რა ინფორმაცია გავრცელდა ახლახანს?

12 წლის წინ გაუჩინარებული გურიკა დადიანიძის საქმესთან დაკავშირებით, თანატოსი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და დაკარგული ბიჭის დედას – სოფო ბიბილაშვილს მოუწოდებს, რომ მოემზადოს, ვინაიდან სიმართლის დრო უკვე დგება.

მივმართავ, ჯუმბერ ბუჩაშვილს, ნოდარ კიკნაძეს, ანი გელაშვილს, კახა გელაშვილს, გვანცა გელაშვილს:

თქვენ არ გაქვთ უფლება სხვას სიცოცხლე წაართვათ და შემდეგ სიცოცხლე განაგრძოთ, ჩვენ არ შეგეშვებით, პირობას გაძლევთ, არ გავჩერდებით, არ დავიძინებთ, არ მოვისვენებთ მანამ, სანამ თქვენს სახეს გისოსები არ დაფარავს!

ბევრი აღარ დაგრჩათ, არ არსებობს ამოუხსნელი თავსატეხი, გაუხსნელი საქმე, დაუსჯელი დამნაშავე, თქვენც არ იქნებით გამონაკლისები, სიტყვას ვდებთ!

ქალბატონო სოფო, მოემზადეთ, სიმართლის დრო დგება, ბევრი აღარ დარჩა!” – წერს თანატოსი.

Back to top button