
სვანეთში დაკარგული ტურისტი, 20 წლის მარია ხმელევაა გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცხედარი ჭალაადის მყინვარის მიმდებარედ არის ნაპოვნი.
ცნობისთვის, გოგონას ძებნის ოპერაციაში სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ინტენსიურად იყვნენ ჩართული.
მანამდე, ახალგაზრდა ქალის მიერ დაქირავებული ავტომობილი ჭალაადის მყინვართან იპოვეს.



