ახალი ამბები

„განწირული კივილი გავიგე…“ — სინამდვილეში რა მოხდა ბროწეულის ქუჩაზე? მეზობლის სკანდალური მონაყოლი

ადა­მი­ა­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის, მისი სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბის დაც­ვა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სულ უფრო და უფრო რთულ­დე­ბა. დღე არ გავა მკვლე­ლო­ბის, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის, ავა­რი­ის და სხვა რამ და­ნა­შა­უ­ლის ამ­ბა­ვი არ გავ­რცელ­დეს. თბი­ლი­სი შეძ­რა ბრო­წე­უ­ლის ქუ­ჩა­ზე, ე.წ. დევ­ნი­ლე­ბის კორ­პუს­ში მომ­ხდარ­მა ამ­ბავ­მა – სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მე-10 სარ­თუ­ლი­დან 27 წლის მა­მა­კა­ცის მიერ ნას­რო­ლი სკა­მი 11 წლის მო­ზარდს – ვატო ნარ­სა­ვი­ძეს და­ე­ცა, რო­მე­ლიც უმ­ძი­მე­სი მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბით კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა.

ის­მის კი­თხვა შე­იძ­ლე­ბო­და თუ არა მომ­ხდა­რის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა? – საქ­მე ისაა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც და­კა­ვე­ბუ­ლია, ნარ­კო­მომ­ხმა­რე­ბე­ლია, რო­მე­ლიც, რო­გორც ამ­ბო­ბენ, აგ­რე­სი­უ­ლო­ბით აქამ­დეც გა­მორ­ჩე­ო­და. ქვე­ყა­ნა­ში ნარ­კო­მა­ნი­ის მას­შტა­ბი მარ­თლაც უსა­ზღვრო ხდე­ბა – თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბებ­ში, ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რე­ბი რა ხერ­ხს აღარ იგო­ნე­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბის სა­კუ­თარ მა­ხე­ში მო­საქ­ცე­ვად და მა­თამ­დე სა­წამ­ლა­ვის მი­სა­ტა­ნად. მას­შტა­ბუ­რი ნარ­კო­პო­ლი­ტი­კის გა­რე­შე, ეს პრობ­ლე­მა ოდ­ნა­ვა­დაც კი ვერ შემ­ცირ­დე­ბა.

Back to top button