პირველი ღამის უჩვეულო და შოკის მომგვრელი ტრადიციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან
აკმაოდ უცხო და გაუგებარია, თუმცა განსაკუთრებულ ინტერესს მაინც სხვა ერების პირველი ღამის საქორწინო რიტუალები იწვევს. ზოგიერთი ადათ-წესი, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ, შეიძლება სიველურედაც კი მოგეჩვენოთ, თუმცა ფაქტია რომ ეს მათ ნაკლებად საინტერესოს ნამდვილად არ ხდის და უნდა აღინიშნოს რომ ბევრი ტრადიცია და რიტუალი, რომლებიც უშუალოდ სექსთან და გამრავლებასთან არის დაკავშირებული ამ ერებში დღემდე აქტუალურობას ინარჩუნებს. მაშ ასე, წარმოგიდგენთ სხვადასხვა ერების პირველი საქორწინო ღამის თავისებურებებს, რომელთა უმრავლესობაც საზოგადოების დიდ ნაწილს კულტურულ შოკში აგდებს.
რუანდა: ბაჰუტუს ტომი
ოჯახური ბედნიერების გზაზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მაგალითად, ბაჰუტუს ტომში ახალდაქორწინებულები ვალდებულები არიან პირველ საქორწინო ღამემდე ერთმანეთი სცემონ. ამასთან, არსებობს გარკვეული წესები, რომელსაც მეუღლეები ერთმანეთისთვის აწესებენ: თუ ცოლი სახლში მეუღლისთვის რაიმე ნივთის სროლას გადაწყვეტს, ეს მან უსიტყვოდ უნდა აიტანოს, რის შემდეგაც ახალგაზრდა ქალი, შესრულებული მოვალეობის განცდით მამის სახლში ბრუნდება და ასე გრძელდება მთელი კვირა, რაც საბოლოოდ, სიყვარულის აქტით გვირგვინდება. ამ ჩვეულების თანახმად, მეუღლეები ერთმანეთზე მთელ ნეგატიურ ემოციას აფრქვევენ და შემდეგ ცხოვრებას ბედნიერად აგრძელებენ.
ჩრდილოეთ აფრიკა: რეპეტიტორების მოწვევა
ბერბერები – ჩრდილოეთ აფრიკის მკვიდრი ხალხის საერთო სახელია, რომლებმაც ისლამი VII საუკუნეში მიიღეს, ისინი ეგვიპტის საზღვრების დასავლეთით ცხოვრობენ. ჩრდილოეთ აფრიკის ამ ეთნიკური ჯგუფის ტრადიციების თანახმად, ქორწილის დასრულებისთანავე ახალშეუღლებულებს განმარტოება არა მხოლოდ ეკრძალებათ, არამედ პირველი საქორწინო ღამის გატარება რამდენიმე წყვილის კომპანიაში ევალებათ, რომლებიც მზად არიან მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ და სიყვარულის სიბრძნეებსაც აზიარონ, ასეთი ქორწინების პირველი ღამე როგორც წესი, 5 დღეს გრძელდება.
ფილიპინები: არავითარი სექსი
მდიდრული ქორწილის შემდეგ ფილიპინელი ახალდაქორწინებულები პირველ ღამეს წვებიან და იძინებენ. სტუმრები და ნათესავები ახალშეუღლებულებს გულისყურით აკვირდებიან რათა მათ ჩვეულება არ დაარღვიონ და სქესობრივი აქტით არ დაკავდნენ, ეს კი იმისთვის ხდება რომ პატარძალი ქორწილის ღამეს არ დაორსულდეს, ვინაიდან ამ დღეს წყვილი დიდი რაოდენობით ალკოჰოლს მოიხმარს.
მავრიტანია: სიგამხდრე სიმახინჯედ ფასდება
როგორც წესი, პატარძლების უმეტესობა ქორწილისთვის ზედმეტი კილოგრამების დაკლებაზე ოცნებობს, მაგრამ მავრიტანიაში ყველაფერი პირიქით ხდება, იქ სიგამხდრე სიმახინჯედ ითვლება, ამიტომ მშვენიერი სქესის წარმომადგენლების კვებაზე ზრუნვას 9 წლის ასაკიდან აქტიურად იწყებენ, რათა გოგონა საკუთარი ქორწილისთვის უკვე ფერხორციანი უყოს. გოგონას შეუძლია დღეში ორ კილოგრამამდე ფეტვის ფაფა მიირთვას და დაახლოებით ოც ლიტრამდე აქლემის რძე დალიოს. პატარძლის სიგამხდრე ავადმყოფობასთან, ჩასახვის უნარის დაქვეითებასთან და მომავალი მეუღლის უპატივცემულობასთან ასოცირდება, სწორედ ამიტომ ქორწილამდე გოგონა წონაში საგრძნობლად იმატებს, ის კვებას გაძლიერებულად იწყებს რათა ქორწილის ღამეს მეუღლის წინაშე მთელი თავისი “ბრწყინვალებით” წარსდგეს.
რუანდა და კენია: სიდედრი საწოლის ქვეშ
რუანდაში, კენიასა და სხვა ქვეყნებში, სადაც სუაჰილზე საუბრობენ, ახალდაქორწინებულებს უყურადღებოდ ასევე არ ტოვებენ. იმისთვის, რომ წყვილები სქესობრივი კავშირის ყველა დეტალში გაერკვნენ, უძველესი დროიდან, მდიდრულად მორთული საქორწინო საწოლის ქვეშ პატარძლის უფროსი ნათესავი როგორც წესი, დედა თავსდება, საიდანაც უშუალოდ პროცესსაც აკონტროლებს და ახალშეუღლებულებს რჩევებსაც აძლევს, მისი კიდევ ერთი ამოცანაა – რომ ყველაფერმა ისე ჩაიაროს როგორც საჭიროა, დილით კი სტუმრებს პატარძლის ქალიშვილობის დამადასტურებელი საბუთი – სისხლიანი პროსტინა წარუდგინოს.
უგანდა: პოტენციის ტესტი
ჩრდილო-დასავლეთ უგანდას ბანიანკოლეს ტომში პატარძლის დეიდა საქორწინო კავშირის დადებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. იმისთვის რომ დარწმუნდეს რომ დისშვილის საქმროს პოტენციასთან დაკავშირებული არავითარი პრობლემა არ აქვს, ის საქორწინო ღამის დადგომამდე ერთი ღამეს გოგონას რჩეულთან ატარებს. რაღა თქმა უნდა, დეიდა ქორწილის ღამესაც წყვილის ოთახში იმყოფება.
“პირველი ღამის უფლება” შუა საუკუნეებში
შუასაუკუნეებში პატარძალთან პირველი ღამის გატარების უფლება იმ ფეოდალს ან მიწის მესაკუთრეს ეძლეოდა, რომელთა ტერიტორიაზეც ახალი ოჯახი იქმნებოდა. ეს ტრადიცია იმ გლეხებს ეხებოდათ, ვინც დაქორწინებას პირველად აპირებდა. ჩვეულების მიხედვით, პირველი საქორწინო ღამე არა პატარძალსა და საქმროს შორის, არამედ პატარძალსა და ფეოდალს შორის ტარდებოდა. იგივე უფლება არსებობდა სამხრეთ ამერიკის ინდიელების მრავალ კულტურაში ჯადოქრებისთვის ან წინამძღოლებისთვის. დღეს, ეს ჩვეულება სიველურედ და აღმაშფოთებლად გვეჩვენება, თუმცა სინამდვილეში უცნობია, არსებობდა თუ არა ის იმ ფორმით, როგორიც ის ჩვენ წარმოგვიდგენია.
კორეა: ქუსლებზე ჯოხით ან თევზით რტყმა
საქორწინო ღამის მომზადების ყველაზე იდუმალი ჩვეულება: როდესაც საქორწინო მოლხენა მთავრდება, პატარძალი საძინებელში მარტოვდება, საქმრო კი თავის ახლო მეგობრებთან ერთად რჩება, რომლებიც მას ფეხიდან წინდებს ხდიან, რათა ქუსლებზე თევზით…. ურტყან! პროცესში ისინი საქმროს რთულ კითხვებს უსვამენ, არასწორი პასუხების შემთხვევაში კი მას ქუსლებზე კიდევ უფრო ძლიერად ურტყამენ. ითვლება, რომ ამ გზით მეგობრები საქმროს ეხმარებიან ქორწილის ღამეს რაიმე შეცდომა არ დაუშვას, რადგან ითვლება რომ ქუსლებზე თევზის დარტყმა, მამაკაცებზე “ვიაგრაზე” უკეთ მოქმედებს.
პოლინეზია: ერთი პატარძალი ყველასთვის
პოლინეზიაში საკმაოდ ველური ჩვეულება არსებობს. საქორწინო ღამე პატარძალთან “ახალგამომცხვარი” მეუღლის ყველა მეგობარმა უნდა გაატაროს. ეს ტრადიცია უკავშირდება მითს, რომ თითქოს გოგონას მიერ ქორწილის ღამეს დაღვრილი სისხლი დემონებითაა გაჯერებული. ახალგაზრდა ცოლის ბოროტი სულებისგან გასათავისუფლებლად, მასთან ღამე ყველა დამსწრე მამაკაცმა უნდა გაატაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ახალდაქორწინებული სიბინძურისგან არ განიწმინდება. ქმარს უფლება აქვს კანონიერ მეუღლესთან სქესობრივი კავშირი ყველაზე ბოლომ დაამყაროს. ამ დროს ტომის ყველა ქალმა სიმღერები ხმამაღლა უნდა იმღეროს და რიტუალის ჩატარების ადგილის გარშემოც იცეკვოს.